Sunday, January 26, 2014

ინტელის ტრენინგის მეორე დღე


ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
  • ტრენინგის წევრებმა მოახდინეს საკუთარი პროექტების იდეისა და ზოგადი კითხვების პრეზენტირება;
  • იდეების წარმოდგენის შემდეგ  შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი.
  • ესგ-დან  შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკტორები დავუკავშირეთ ჩვენს პროექტს.
  • პარალელურ რეჟიმში ვავსებდი მეორე დღის რეფლექისას;
  • შემდეგ დავიწყეთ საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება, ვისწავლეთ ბროშურების შაბლონების გამოიყენება და განვიხილეთ ბროშურის შედგენის სხვადასხვა შესაძლებლობები;
  • გადავაგზავნეთ ელ-ფოსტაზე ბუკლეტის ფორმა, პროექტის გეგმა, სტატიის დაგეგმვა;
  • მივიღეთ საშინაო დავალება „ვიუვერში“ აქტივობა 6- წინასწარ დაგეგმვაში მოცემულია 5 კითხვა, რომელსაც უნდა გავცეთ პასუხები.

Saturday, January 25, 2014

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

  •  მოხდა ამ პროგრამის გაცნობა;
  •  გავეცანით  www.tpdc.ge/essentials/ „ვიუვერი“-ს;
  •  გავიგეთ,რომ პროექტის დაგეგმვისას პორველ რიგში აუცილებლად უნდა განისაზღვროს იდეა, მოვიფიქროთ ზოგადი კითხვა,რომელსაც პასუხი ამ პროექტის მიმდინარეობისას გაეცმა.
  •  გაკეთდეს საინფორმაციო ბროშურა, თუ რას მოიცავს ეს პროექტი.
  •  უნდა დაიგეგმოს ამოცანები შესაბამისი შეფასებებით,
  •  გაიწეროს აქტივობები, 
  • განისაზღვროს მოსწავლეთა შესაძლებლობები, მათი უნარ-ჩვევები, (მაგ. თუ სსსმ მოსწავლეა კლასში,მისთვის როგორ და რა ტიპის აქტივობები დაიგეგმება და ა.შ.)
  • პროექტის წარმართვისათვის შევქმენით საჭირო ფოლდერები;
  • ამ ფოლდერებში შევინახეთ საჭირო დოკუმნტაცია, პორტფოლიოს ჩეკლისტის, პორტფოლიოს რუბრიკის, პროექტის მახასითებლების ჩეკლისტის სახით.
  • შევქმენით ბლოგი ამ ტრენინგის ფარგლებში ყოველი დღის რეფლექსიისათვის და საბოლოოდ პროექტის გეგმის წარმოსადგენად