Wednesday, May 14, 2014

ინტეგრირებული პროექტის „ტრადიციები და ჯანმრთელი კვება“ პრეზენტაცია

ინტეგრირებული პროექტის „ტრადიციები და ჯანმრთელი კვება“ პრეზენტაცია გაიმართა 2014 წლის 6 მაისს თბილისის N166 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, მასში მანაწილეობას ღებულობდა მე-84  კლასის მოსწავლეები. კლასში 30 მოსწავლეა მათ შორის ერთი სსსმ - გრიგოლ ბექიშვილი. პროექტი  მუსიკის,ბიოლოგიისა და მათემატიკის საგნების  ინტეგრირებით წარიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის სხვადასხვა საგნის პედაგოგები,რომლებიც ამავდროულად „კრიტიკული მეგობრის“ როლსაც ასრულებდნენ, ისინი აკვირდებოდნენ  და აფასებდნენ პროცესს წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდნენ  მშობლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და სხვა სკოლიდან მოწვეული პედაგოგები
 
კლასი ოთხ ჯგუგად იყო დაყოფილი და თითოეული საქართველოს კუთხეს წარმოადგენდა- კახეთს, ქართლს, იმერეთსა და სამეგრელოს. თეორიული და პრაქტიკული ნაშრომებითან ერთად მოსწავლეებს ამ კუთხეებისათვის დამახასიათებელი კერძები ჰქონდათ მომზადებული, რომელიც თავისი შემადგენლობით წარმოადგენდა ჯანმრთელ საკვებს. პროექტი  სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვები,როგორც მუსიკის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე ასევე ბიოლოგიის კომპეტენციების გათვალისწინებით.შექმნეს სამუშოა პრეზენტაციები,ააგეს მათემატიკური გრაფიკები და საბოლოდ შექმნეს რესურსი ვიდეო რგოლის სახით, კონკრეტული კუთხის დახასიათებით. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს თანამშრომლობის, ისტ-ის გამოყენების, მასალის მოძიებისა და დახარისხების, პრიორიტეტების გამოყოფის უნარ-ჩევევები, რაც იმაზე მეტყველებს,რომ პროექტის მიზანი მიღწეულია. ვისურვებდი მრავალ ასეთ სამუშაო პროცესში ჩართულიყვნენ მოსწავლეები და შემოქმედებითად მეტად განვითარებულიყვნენ.