Wednesday, May 14, 2014

ინტეგრირებული პროექტის „ტრადიციები და ჯანმრთელი კვება“ პრეზენტაცია

ინტეგრირებული პროექტის „ტრადიციები და ჯანმრთელი კვება“ პრეზენტაცია გაიმართა 2014 წლის 6 მაისს თბილისის N166 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, მასში მანაწილეობას ღებულობდა მე-84  კლასის მოსწავლეები. კლასში 30 მოსწავლეა მათ შორის ერთი სსსმ - გრიგოლ ბექიშვილი. პროექტი  მუსიკის,ბიოლოგიისა და მათემატიკის საგნების  ინტეგრირებით წარიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის სხვადასხვა საგნის პედაგოგები,რომლებიც ამავდროულად „კრიტიკული მეგობრის“ როლსაც ასრულებდნენ, ისინი აკვირდებოდნენ  და აფასებდნენ პროცესს წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდნენ  მშობლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და სხვა სკოლიდან მოწვეული პედაგოგები
 
კლასი ოთხ ჯგუგად იყო დაყოფილი და თითოეული საქართველოს კუთხეს წარმოადგენდა- კახეთს, ქართლს, იმერეთსა და სამეგრელოს. თეორიული და პრაქტიკული ნაშრომებითან ერთად მოსწავლეებს ამ კუთხეებისათვის დამახასიათებელი კერძები ჰქონდათ მომზადებული, რომელიც თავისი შემადგენლობით წარმოადგენდა ჯანმრთელ საკვებს. პროექტი  სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვები,როგორც მუსიკის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე ასევე ბიოლოგიის კომპეტენციების გათვალისწინებით.შექმნეს სამუშოა პრეზენტაციები,ააგეს მათემატიკური გრაფიკები და საბოლოდ შექმნეს რესურსი ვიდეო რგოლის სახით, კონკრეტული კუთხის დახასიათებით. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს თანამშრომლობის, ისტ-ის გამოყენების, მასალის მოძიებისა და დახარისხების, პრიორიტეტების გამოყოფის უნარ-ჩევევები, რაც იმაზე მეტყველებს,რომ პროექტის მიზანი მიღწეულია. ვისურვებდი მრავალ ასეთ სამუშაო პროცესში ჩართულიყვნენ მოსწავლეები და შემოქმედებითად მეტად განვითარებულიყვნენ.

Sunday, February 23, 2014

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია:

  • ტრენინგ დღე მთლიანად დაეთმო პრეზენტაციებს
  • ლელა გეგუციძემ წარმოადგინა პროექტი „როგორ მეხმარება ლიტერატურა საკუთარი თავიას შეცნობაში“ და აღნიშნა, რომ საკმაოდ რთულ თემას შეეჭიდა, მაგრამ პრეზენტაციის მსვლელობისას ერთობლივად ჩამოვყალიბდით საკმაოდ საინტერესო აქტივობების განხორციელბაზე ამ პროექტის ფარგლებში.
  • ლალი მეყანწიშვილმა წარმოადგინა პროექტი „წილადების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში“, ქალბატონმა ლალიმ საკმაოდ ლაღად  და მხიარულად წარმართა პროექტის პრეზენტაცია,ვისაუბრეთ სხვადასხვა აქტივობებზე, ფრიად სასიამოვნო განწყობით დასრულად ამ პროექტზე საუბარი.
  • ნანა ბერიძემ წარადგინა პროექტი „ თანამედროვე არქიტექტურა ხუროთმოძღვრულ ძეგლებში“, საკმაოდ სერიოზული და მრავლისმომცველი საკითხია და საინტერესო აქტივობებით დატვირთული;
  • მზია მიქავამ წარმოადგინა პროექტი „ვაჟა და ბუნება და ბუნება ჩვენს დედაქალაქში“ პროექტი მოიცავს მოსწავლეების ბუნებასთან სიახლოვეს, მიზანია ბუნების მოფრთხილების სურვილი გაუჩნდეთ მოსწავლეებს;
  • ნელი სადაღაშვილმა წარმოადგინა პორექტი „ბავშვები და ჩვენ“ პროექტი მოიცავს თაობათა შორის პრობლემის კვლევას, თაობებში მიმდინარე პრობლემების მსგავსების და განსხვავებების მოძიება;
  • მანანა გურგენიძემ წარადგინა პროექტი „როგორ შეცვალა მსოფლიო თანამედროვე ტექნოლოგიებმა“  და განიხილა ამ პროცესით  გამოწვეული პრობლემები დადებითი,თუ უარყოფითი;
  • ნანა ცერცვაძემ წარმოადგინა პრექტი „რაგბის წესები მათემატიკაში“ მიზანია ვექტორების გამოყენება რაგბის თამაშში, აქტივობები რაგბის თამაშზე დასწრება და ფოტო და ვიდეო მასალების მომზადება.
  • თამარ ჩაფიძემ წარადგინა პროექტი „რელიგიები საქართველოში და თანაცხოვრება“ მთავარი კითხვაა რა არის საჭირო მშვიდი თანაცხოვრებისთვის. თემის მიმოხილვისთვის თბილისის ძველი უბნებში განლაგებული სხვადასხვა კონფესიების სალოცავების ადგილები მონახულებაა აუცილებელი, ამის მონახულების შემდეგ გამოიკვლევენ ტრადიციებს, გააკეთებენ ჩანახატებს, მოამზადებენ ინტერვიუებს.
  • ეკატერინე ბებიაშვილიმა წარადგინა პროექტი „მეფე და პრეზიდენტი“ ეს პროექტი აგებულია შედარებაზე, განსხვავებებზე, ანალიზზე, ძველი მეფეების და თანამედროვე მმართველების პარალელებზე.
  • ყველას წარდგინების შემდეგ გადავიღეთ საერთო სურათი და დადებითი ემოციებით დავშორდით ერთმანეთს.
  • ყველას ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!   

Saturday, February 22, 2014

ინტელის ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია:

  1. დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევავსეთ საჭირო პროცედურები, საჭირო რესურსები,
  2. ვისწავლეთ ცხრილში დაკოპირებული ტექსტის ჩასმა;
  3. შევამოწმეთ პოტფოლიოს შემადგენლობა,დოკუმენტები;
  4. ამის შემდეგ ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ჯერ drive-ზე
  5. შემდეგ კი ავტვირთეთ ბლოგზე;
  6. ვისწავლეთ ონლაინ კითხვარის ან ინტრევიუს ფორმის შექმნა;
  7. საქაღალდეში „სასწავლო პროექტის დამხმარე“ შევქმენიტ დოკუმეტი „ფასილიტაცია“, რომლიც შემდეგ ავტვირთეთ drive-ზე, ჩვენს საქაღალდეში.
  8. გავაკეთეთ მერვე დღის რეფლექსია;

Sunday, February 16, 2014

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია:

  • პორტფოლიოს ჩეკლისტით შევამოწმოთ ჩვენი შექმილი დოკუმენტაცია;
  • პროცედურების დაგეგმვისას,ანუ მსვლელობის დაწერისათვის აუცილებელია „პორტფოლიოს რუბრიკის“ გადაკითხვა;
  • განვიხილეთ პრეზენტაცია მრავალმხრივ ინტელექტზე;
  • განვიხილეთ   დიფერენცირებული სწავლების კითხვარი;
  • შევქმენით მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმა;
  • შევქმენით „სკაფოლდინგი“ საპრეზენტაციო ფორმაში;

Sunday, February 9, 2014

ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია:

  • ჩვენს მიერ გაკეთებული "მოსწავლის პრეზენტაციები" ავტვირთეთ "დრაივზე" და გავუზიარეთ ერთმანეთს,
  • დავაკომენტარეთ ერთმანეთის გაზიარებული პრეზენტაციები;
  • კომენტარები დავიწყეთ პოზიტიური განწყობით;
  • გავეცანით შეფასებების სხვადასხვა საინტერესო და საჭირო ფორმებ
  • შევქმენით  "მოსწავლის პრეზენტაციის" შეფასების რუბრიკა;
  • ვისწავლეთ ბლოგზე სხვადასხვა  შესაძლებლობების გამოყენება, ფონის შექმნა, ვიდეოს ან პრეზენტაციის დამატება.

Saturday, February 8, 2014

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია:


  • მოვახდინეთ მეოთხე ტრენინგის გახსენება;
  • გავეცანით დღის გეგმას;
  • ვიმუშავეთ "გუგლ დრაივში";
  • ვისწავლეთ "დრაივში" დოკუმენტის შექმნა, სახელის დარქმევა ამ დოკუმენტისთვის და გაზიარება სხვისთვის.
  • მეოთხე ტრენინგზე შექმნილი პრეზენტაცია ფოსტიდან გადავიტანეთ "დრაივში";
  • ვისწავლეთ "ჩასწორებადი" ფაილის შექმნა და დოკუმენტის გამოქვეყნება;
  • ამ დოკუმენტის ბლოგზე ატვირთვა და გამოქვეყნება;
  • გავეცანით საავტორო უფლებებს;
  • ვისწავლეთ საიტების მისამართების დამახსოვრება" ბუკმარკში";
  • შევქმენით"მოსწავლის პრეზენტაცია"
  • ვისწავლეთ საპრეზენტაციო სლაიდზე ლინკის ჩასმა;

პრეზენტაცია