Sunday, February 23, 2014

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია:

  • ტრენინგ დღე მთლიანად დაეთმო პრეზენტაციებს
  • ლელა გეგუციძემ წარმოადგინა პროექტი „როგორ მეხმარება ლიტერატურა საკუთარი თავიას შეცნობაში“ და აღნიშნა, რომ საკმაოდ რთულ თემას შეეჭიდა, მაგრამ პრეზენტაციის მსვლელობისას ერთობლივად ჩამოვყალიბდით საკმაოდ საინტერესო აქტივობების განხორციელბაზე ამ პროექტის ფარგლებში.
  • ლალი მეყანწიშვილმა წარმოადგინა პროექტი „წილადების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში“, ქალბატონმა ლალიმ საკმაოდ ლაღად  და მხიარულად წარმართა პროექტის პრეზენტაცია,ვისაუბრეთ სხვადასხვა აქტივობებზე, ფრიად სასიამოვნო განწყობით დასრულად ამ პროექტზე საუბარი.
  • ნანა ბერიძემ წარადგინა პროექტი „ თანამედროვე არქიტექტურა ხუროთმოძღვრულ ძეგლებში“, საკმაოდ სერიოზული და მრავლისმომცველი საკითხია და საინტერესო აქტივობებით დატვირთული;
  • მზია მიქავამ წარმოადგინა პროექტი „ვაჟა და ბუნება და ბუნება ჩვენს დედაქალაქში“ პროექტი მოიცავს მოსწავლეების ბუნებასთან სიახლოვეს, მიზანია ბუნების მოფრთხილების სურვილი გაუჩნდეთ მოსწავლეებს;
  • ნელი სადაღაშვილმა წარმოადგინა პორექტი „ბავშვები და ჩვენ“ პროექტი მოიცავს თაობათა შორის პრობლემის კვლევას, თაობებში მიმდინარე პრობლემების მსგავსების და განსხვავებების მოძიება;
  • მანანა გურგენიძემ წარადგინა პროექტი „როგორ შეცვალა მსოფლიო თანამედროვე ტექნოლოგიებმა“  და განიხილა ამ პროცესით  გამოწვეული პრობლემები დადებითი,თუ უარყოფითი;
  • ნანა ცერცვაძემ წარმოადგინა პრექტი „რაგბის წესები მათემატიკაში“ მიზანია ვექტორების გამოყენება რაგბის თამაშში, აქტივობები რაგბის თამაშზე დასწრება და ფოტო და ვიდეო მასალების მომზადება.
  • თამარ ჩაფიძემ წარადგინა პროექტი „რელიგიები საქართველოში და თანაცხოვრება“ მთავარი კითხვაა რა არის საჭირო მშვიდი თანაცხოვრებისთვის. თემის მიმოხილვისთვის თბილისის ძველი უბნებში განლაგებული სხვადასხვა კონფესიების სალოცავების ადგილები მონახულებაა აუცილებელი, ამის მონახულების შემდეგ გამოიკვლევენ ტრადიციებს, გააკეთებენ ჩანახატებს, მოამზადებენ ინტერვიუებს.
  • ეკატერინე ბებიაშვილიმა წარადგინა პროექტი „მეფე და პრეზიდენტი“ ეს პროექტი აგებულია შედარებაზე, განსხვავებებზე, ანალიზზე, ძველი მეფეების და თანამედროვე მმართველების პარალელებზე.
  • ყველას წარდგინების შემდეგ გადავიღეთ საერთო სურათი და დადებითი ემოციებით დავშორდით ერთმანეთს.
  • ყველას ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებთ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში!   

No comments:

Post a Comment